საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

11 აპრილი, 2022

„გახდი აუდიტორი“ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან პარტნიორობით ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტში ჩართულია საქართველოს მასშტაბით არსებული 22 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 32 საუკეთესო სტუდენტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებებში და შეხვედრებს გამართავენ აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პროექტი - „გახდი აუდიტორი“ ხელს შეუწყობს სტუდენტების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას, რაც მათ დაეხმარება საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის წარმატებით გავლაში.

პროექტის მონაწილეებს ტრენინგების დაწყების წინ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და პროექტების განვითარების მენეჯერმა ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართეს და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აუდიტის ტიპებსა და მიმართულებებზე ტრენინგებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დეპარტამენტის უფროსი და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერი თორნიკე შერმადინი უძღვება.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია