16-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
28 ოქტომბერი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაასრულა.
სასწავლო კურსს თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის III და IV რანგის 16 საჯარო მოხელე ესწრებოდა.
მსმენელები პროგრამით განსაზღვრულ ოთხ მოდულს გაეცნენ: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
.png)