ხობის მერიის თანამშრომლები შეფასების სისტემის შესახებ ტრენინგს ესწრებიან.
17 ივნისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ მიმდინარეობს.
საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა. შესაბამისად, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აგრძელებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის ტრენინგების ორგანიზებას.
დისტანციურ ტრენინგკურსს ამჯერად ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები ესწრებიან.
სასწავლო კურსი I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მენეჯერებში შეფასების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ოთხდღიან სასწავლო კურსს ადამიანური რესურსები მართვის კვალიფიციური სპეციალისტი გვანცა ბესელია უძღვება, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.