ხარისხის კონტროლის ტრენინგი

19 ნოემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ხარისხის კონტროლის და პროცესების მართვის სასწავლო კურსი დაიწყო. ტრენინგს 15-მდე მსმენელი ესწრება როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნესსექტორიდან.

კურსის მიზანია მსმენელებმა შეძლონ ორგანიზაციის ხარისხის კონტროლისა და განვითარების პოლიტიკის შედგენა, სისტემური ხარვეზების აღმოჩენა და მათი პრევენციის სისტემების დანერგვა, მიმდინარე პროცესების შეფასება, განვითარების გეგმის მომზადება და პროცესების ოპტიმიზაცია, უკუკავშირის მიღება, პრეტენზიების მართვის პროცესისა და პოლიტიკის ჩამოყალიბება.

ტრენინგი განკუთვნილია ხარისხის მართვასა და კონტროლში ჩართული სპეციალისტებისთვის, ასევე იმ პირთათვის, რომლებიც მონაწილეობენ პროცესების, პროცედურების, მომსახურების სტანდარტების და პროდუქტის შექმნაში.

ტრენინგს უძღვება თინათინ კობერიძე - თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მაგისტრი და GPI ჰოლდინგის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების განყოფილების უფროსი.

სასწავლო კურსი 2 დეკემბერს დასრულდება.

ხარისხის კონტროლის ტრენინგი
ხარისხის კონტროლის ტრენინგი
ხარისხის კონტროლის ტრენინგი
© 2019 ყველა უფლება დაცულია