ხარისხის კონტროლი და პროცესების მართვა

ტრენინგის მიზანია ხარისხის კონტროლისა და პროცესების განვითარების ხელშეწყობა და ეფექტური მექანიზმების მსმენელთათვის გაცნობა. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან როგორც ხარვეზებისა და პრობლემების პრევენციის თანამედროვე მეთოდოლოგიას, ისე პროცესების ოპტიმიზაციისა და სტატისტიკური კონტროლის გზებს, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის მეთოდებს და მათი პრეტენზიების მართვისა თუ უკუკავშირის მიღების საშუალებებს. 

მიზნობრივი ჯგუფი:
  • ხარისხის მართვასა და კონტროლში ჩართული მენეჯერი/სპეციალისტი
  • კლიენტების მომსახურებაში ჩართული სამსახურის/სტრუქტურული ერთეულის მენეჯერი (სამსახურის და ჯგუფის უფროსი/მენეჯერი)
  • პროცესების, პროცედურების, მომსახურების სტანდარტების და პროდუქტის შექმნაში ჩართული მენეჯერი/სპეციალისტი
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
  • ორგანიზაციის ხარისხის კონტროლისა და განვითარების პოლიტიკის შედგენას
  • ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვის პროექტის შემუშავებას და მის ხელმძღვანელობას
  • ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შეფასებას, ანალიზს, მათი განვითარების გეგმის მომზადებასა და პროცესების ოპტიმიზაციის პროექტში მონაწილეობას
  • სისტემური ხარვეზების აღმოჩენისა და მათი პრევენციის სისტემების დანერგვას
  • ხარისხის განვითარების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას ან ხელმძღვანელობას
  • უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიების მართვის პროცესისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებას
  • ორგანიზაციაში განსახორციელებელი პროცესებისა და პროცედურების სტანდარტის, პროცესების რუკის მომზადებას
© 2019 ყველა უფლება დაცულია