შიდა აუდიტის სასწავლო კურსი აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გაიარეს
22 იანვარი, 2020მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის“ ტრენინგ-კურსის მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა.
შიდა აუდიტის წარმოების და მასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ სასწავლო კურსი აღმოსავლეთ საქართველოს 22 მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის 34-მა თანამშრომელმა გაიარა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები 2019 წელს დაიწყო. სასწავლო პროგრამა აუდიტის ანგარიშებში ასახული მიგნებების და რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა და კურსი პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ხორციელდება.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა გადასცეს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მიესალმა ღონისძიებაზე მოწვეული ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიული ჭკუასელი, რომელმაც კურსდამთავრებულებს შიდა აუდიტის სახელმძღვანელოები გადასცა.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, შიდა აუდიტის სასწავლო კურსი, 37 მუნიციპალიტეტის 61 თანამშრომელმა გაიარა.
შიდა აუდიტის სასწავლო პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი და აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ა/რ-ში კახა კირტავა უძღვებიან.