შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

20 ივნისი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, ღია კარის დღის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა და  სერტიფიცირებისა და ტრენინგების განვითარების სამსახურის უფროსმა თინათინ სიყმაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში“ ჩართვის პერსპექტივები გააცნეს.

სტუდენტებმა ვრცელი ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასწავლო და სტაჟირების პროგრამების შესახებ.

სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და თანამშრომლებს  შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით,   გაიარონ სერტიფიცირების კურსი და მიიღონ ხუთწლიანი სერტიფიკატი.  

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.

© 2019 ყველა უფლება დაცულია