შესაბამისობის აუდიტი
შესაბამისობის აუდიტი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზაციაში ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა, მარეგულირებელი ნორმების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შესაბამისობის აუდიტი არის რწმუნების მიღება იმის შესახებ რამდენად შეესაბამება ორგანიზაციის საქმიანობა, ტრანზაქციები და გადაწყვეტილებები დადგენილ რეგულაციებს, კანონებს, სხვადასხვა სამართლებრივ აქტს, პოლიტიკას, წინასწარ შეთანხმებულ პირობებს .
ტრენინგკურსის მიზანი:
შესაბამისობის აუდიტის ტრენინგის მიზანია, ტრენინგის მონაწილეებმა შეიძინონ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესაბამისობის აუდიტების ჩასატარებლად საჭირო ცოდნა და უნარები. მონაწილეები გაეცნობიან შესაბამისობის აუდიტის სტანდარტებს, მარეგულირებელ ჩარჩოს, ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის შეფასების ტექნიკებს.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი პროფესიონალებისთვის, მათ შორის: შიდა და გარე აუდიტორებისთვის, ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის, მენეჯერებისთვის და სხვა.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით შესაბამისობის აუდიტის დამოუკიდებლად ჩატარებას;
• შესაბამისობის აუდიტის დაგეგმვას;
• შესაბამისობის აუდიტორული პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას;
• ორგანიზაციაში შეუსაბამობის შემთხვევების გამოვლენას;
• მაკორექტირებელი ქმედებების შესახებ რეკომენდაციების გაცემას.
ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი