შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების უმცირესობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შშმ პირები ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რადგან მრავალმხრივი დისკრიმინაციისა და სტიგმის გამო, მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ხშირად ირღვევა. შშმ პირების კომპლექსური სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობის ტრენინგი. ტრენინგპროგრამა მოიცავს 6 სატრენინგო საათს, რომელსაც გაუძღვება სფეროს ექსპერტი.
ტრენინგკურსის მიზანია:
- მონაწილეებმა მიიღონ საბაზისო ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ძირითადი საერთაშორისო სტანდარტებისა და შიდა კანონმდებლობის შესახებ;
- გააცნობიერონ შშმ პირთა უფლებების რეალიზების მთავარი პრინციპები და წინაპირობები;
- გაეცნონ შშმ პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის ეტიკეტს;
- აუმაღლდეთ ცნობიერება და მგრძნობელობა შესაძლებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სამიზნე ჯგუფი:
ტრენინგკურსი განკუთვნილია ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს შშმ პირების, მათი საჭიროებების და უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავება.
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მრავალფეროვნების გააზრებას;
- მათი ინდივიდუალური საჭიროებების, სენსორული განსხვავებებისა (მაგ., მხედველობის შეზღუდვა, სმენის შეზღუდვა და სხვა) და შესაძლებლობების (ინტელექტუალური, ფიზიკური და სხვა) გათვალისწინებას;
- მათთან კომუნიკაციის ეტიკეტის დაცვას.
ტრენინგის ღირებულება: 550 ლარი