ქუთაისის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა
15 ნოემბერი, 2019საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ქუთაისის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში, მსმენელებს შეეძლებათ, ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მომსახურების სპეციალური საშეღავათო პირობებით, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებში, გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, მემორანდუმების ფარგლებში, საქართველოს 20-მდე უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს.