ქოუჩინგი და პიროვნული განვითარება საჯარო სექტორში

კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს გააცნოს პიროვნული განვითარების ქოუჩინგური მიდგომები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის ციკლში შედეგზე ორიენტირებული მიზნების განხორციელებაში დაეხმარებათ.
  
კურსის მთავარი ღირებულებაა ამ ცვლილებების გზაზე, მონაწილეების ფუნდამენტალურ ღირებულებებზე დაყრდნობით, აღმოაჩენინოს ახალი რესურსები და დაანახოს აქ და ახლა შექმნილი მოთხოვნების შესაბამისად მიზნების განხორციელების სწრაფი გზები.  

ტრენინგკურსის მიზანია:

•    პიროვნული განვითარების გზაზე ფუნდამენტალური ღირებულებებისა და შინაგანი რესურსების აღმოჩენა;
•    პროფესიული და პიროვნული ზრდის მთავარი ხელისშემშლელი რწმენა - წარმოდგენების იდენტიფიცირება და მათი მოდიფიცირება ეკოლოგიური პრინციპების დაცვით;
•    გუნდის წევრებს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და საერთო ღირებულებებით მუშაობის უნარების გაუმჯობესება;
•    საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის ქოუჩი ლიდერის კომპეტენციების გამომუშავება, ეფექტური სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

ტრენინგკურსი განკუთვნილია:

საჯარო სამსახურში დასაქმებული საშაუალო და მაღალი რანგის ლიდერებისთვის.

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

•    ქოუჩინგური კომპეტენციების გამოყენებას საჯარო სექტორში;
•    თვითმოტივაციის წყაროებისა და რესურსების აღმოჩენას საკუთარ თავში;
•    თანამშრომლებთან ნდობაში შესვლას და განკითხვის გარეშე მათი ცნობიერების ამაღლებას
პროფესიული კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად;
•    სტრესულ სიტუაციაში ეფექტურ მოქმედებას და გუნდში კონფლიქტების თავიდან არიდებას;
•    გუნდის საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ საჭიროებებზე დაფუძნებული გამოსავლის შეთავაზებას, ისე რომ ორგანიზაციის ძირითად მიზანთან და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან მოვიდნენ თანხვედრაში.

ტრენინგის ღირებულება: 765 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია