ფინანსური თაღლითობა და კორუფცია - პრევენცია, გამოვლენა და კონტროლი
ნებისმიერი ორგანიზაცია შესაძლოა გახდეს ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი. ხშირ შემთხვევაში, თაღლითობა დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება, რაც მისი სხვადასხვა ფორმით არსებობით არის განპირობებული. თაღლითობა ძირითად სამ კატეგორიად იყოფა: აქტივების მითვისება, ფინანსური ანგარიშგების გაყალბება და კორუფცია.
ტრენინგკურსი მსმენელებს დაეხმარება სამუშაო ადგილზე თაღლითობის პრევენციასა და გამოვლენაში. თაღლითობის პრევენციის გეგმის შედგენით და კორუფციის საწინააღმდეგო მექანიზმების დანერგვით მათ შეეძლებათ ეფექტური გახადონ ორგანიზაციის საქმიანობა და თავიდან აიცილონ თაღლითობით და კორუფციით გამოწვეული ზარალი.
ტრენინგკურსის მიზანია:
ცოდნის გაზიარება თანამედროვე პრაქტიკების შესახებ, რომელზე დაყრდნობით შესაძლებელია თაღლითობის მახასიათებელი საფრთხეების გაცნობიერება, შეფასება და პრევენცია.
სასწავლო კურსის ფარგლებში, განხილული იქნება თაღლითობის მაგალითები (მაგ. კორუფცია, ყალბი ფინანსური აღრიცხვა, პირადი სარგებლის მიზნით ფინანსური თაღლითობა და სხვ.).
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული შიდა და გარე აუდიტორებისთვის, ორგანიზაციის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, რისკების მართვის სპეციალისტებისთვის, საოპერაციო მენეჯმენტის რგოლისა და იმ პასუხისმგებელი პირებისთვის, ვინც ნებისმიერი ფორმით ჩართულია ორგანიზაციის ყოველდღიურ მნიშვნელოვან ოპერაციებში.
ტრენინგი სასარგებლოა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის (ფინანსები, წარმოება, მომსახურება, ვაჭრობა, ინვესტიციები, სამეურნეო საქმიანობა, მარეგულირებელი სფერო).
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• ორგანიზაციაში თაღლითობისა და კორუფციის რისკების შეფასებას;
• თაღლითობისა და კორუფციის მართვის ჩარჩოს შექმნას;
• თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას;
• თაღლითობის ჩამდენის ტიპური მახასიათებლების ამოცნობას;
• ორგანიზაციაში თაღლითობისა და კორუფციის ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას.
ტრენინგის ღირებულება: 690 ლარი