ფინანსური აუდიტი

ფინანსური აუდიტი არის გონივრული რწმუნების მიღება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე სახის არსებით უზუსტობას.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად აუდიტორი გამოხატავს მოსაზრებას, ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია თუ არა ანგარიშგების წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად ორგანიზაციები დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდიან სანდო, ზუსტ და მიუკერძოებელ ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების შესახებ.

ტრენინგკურსის მიზანია:

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, ფინანსური აუდიტის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.

მსმენელები შეისწავლიან იმ ტექნიკებსა და მიდგომებს, რომლებიც მათ აუდიტის სრულყოფილად განხორციელებაში დაეხმარებათ.

ტრენინგკურსი განკუთვნილია:

  • მოქმედი და მომავალი აუდიტორებისთვის, მათ შორის: საბანკო, საფინანსო, სადაზღვევო, საინვესტიციო და მარეგულირებელი სფეროს წარმომადგენლებისთვის;
  • დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება ფინანსური აუდიტის მიმართულებით.

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) გამოყენებას;
  • აუდიტის პროცესის დაგეგმვას;
  • აუდიტორული პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას;
  • აუდიტის პროცესების დოკუმენტირებას;
  • ასს-ის შესაბამისად მუშაობას და პრაქტიკაში გამოყენებას;
  • აუდიტის ხარისხის კონტროლის დაცვას.

ტრენინგის ღირებულება: 700 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია