ფინანსური აუდიტის ონლაინკურსს 14 მსმენელი გაივლის

25 მაისი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ფინანსური აუდიტის კურსზე ახალი ნაკადის სწავლება დაიწყო. სასწავლო კურსი დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის დახმარებით მიმდინარეობს.

კურსს 14 მსმენელი ჰყავს. ისინი კერძო საბუღალტრო, აუდიტორული და საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტების, საქპატენტის და თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან.

დისტანციური სწავლების დროს მსმენელები შეისწავლიან  სპეციალურ წესებს, ხერხებსა და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აუდიტის საკანონმდებლო ბაზას და სტრუქტურას, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შინაარსს, მოქმედების სფეროებსა და სტრუქტურას.

ონლაინკურსს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები თორნიკე შერმადინი და დავით ქინქლაძე უძღვებიან, რომლებიც უკვე მრავალი წელია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმატებული ტრენერები არიან. 

ფინანსური აუდიტის ონლაინკურსი 24 ივნისამდე გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები 29 ივნისს გამოცდას ჩააბარებენ. წარმატებული კურსდამთავრებულები შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

© 2019 ყველა უფლება დაცულია