ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS, IAS)
ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS, IAS) განმარტავს: ფინანსური ანგარიშგების მომზადების წესებს და პირობებს, ფინანსური ანგარიშგების ელემენტების (აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავლები, ხარჯები) აღიარების, შეფასების და წარდგენის საკითხებს.
ტრენინგკურსის მიზანი:
მსმენელები გაეცნობიან ბუღალტრული აღიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS, IAS). მიიღებენ ინფორმაციას აქტივების, ვალდებულებების, კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების აღიარების, შეფასების და ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენის წესების შესახებ.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
ყველა პროფესიონალისთვის, რომელიც მუშაობს ფინანსურ სფეროში (მაგ: ბუღალტერი, აუდიტორი, ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტი და ა.შ.) და სურს, მიიღოს და გაიღრმავოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, IAS) თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების პრაქტიკაში განხორციელებას;
- საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარებას, შეფასებას და წარდგენას;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, IAS) გამოყენებით ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადებას.
ტრენინგის ღირებულება: 700 ლარი