ტრენინგკურსი „კორუფციის პრევენცია“ დასრულდა 

17 აპრილი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის მორიგი ტრენინგკურსი დაასრულა. 

ტრენინგზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია იმ თანამედროვე პრაქტიკების შესახებ, რომელზე მეშვეობით შესაძლებელია თაღლითობის მახასიათებელი საფრთხეების გაცნობიერება, შეფასება და პრევენცია.  მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება თაღლითობის სახეობების - აქტივების მითვისება, ფინანსური ანგარიშგების გაყალბება, კორუფცია - იდენტიფიცირებასა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში. 

კურსის განმავლობაში განხილული იყო პრაქტიკული მაგალითებიც, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს უფრო ნათლად გამოარჩიონ კორუფციის, ყალბი ფინანსური აღრიცხვის, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ფინანსური თაღლითობის პრეცენდენტები. 

ტრენინგი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურის 10 თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი და უფროსი აუდიტორი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 ტრენინგკურსი „კორუფციის პრევენცია“ დასრულდა 
 ტრენინგკურსი „კორუფციის პრევენცია“ დასრულდა 
 ტრენინგკურსი „კორუფციის პრევენცია“ დასრულდა 
© 2019 ყველა უფლება დაცულია