ტრენინგკურსი „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია“ დასრულდა

21 ნოემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსის - „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია - პრევენცია, გამოვლენა და კონტროლი” მორიგი ნაკადის სწავლება დაასრულა.

ტრენინგზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია იმ თანამედროვე პრაქტიკების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია თაღლითობის მახასიათებელი საფრთხეების გაცნობიერება, შეფასება და პრევენცია.  მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება თაღლითობის სახეობების - აქტივების მითვისება, ფინანსური ანგარიშგების გაყალბება, კორუფცია - იდენტიფიცირებასა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში. 

კურსის განმავლობაში განხილული იყო პრაქტიკული მაგალითებიც, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს უფრო ნათლად გამოარჩიონ კორუფციის, ყალბი ფინანსური აღრიცხვის, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ფინანსური თაღლითობის პრეცენდენტები. 

ტრენინგი სამი დღის განმავლობაში ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.  მას ზუგდიდის, ოზურგეთის და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიების 12 თანამშრომელი,ასევე „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“, „სს ფი ქიი ეფ კაიზენის“ და  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი და უფროსი აუდიტორი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგკურსი „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია“ დასრულდა
ტრენინგკურსი „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია“ დასრულდა
ტრენინგკურსი „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია