ტრენინგკურსი „ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“ დასრულდა
21 მაისი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კერძო აუდიტორულ კომპანია „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ თანამშომლებისათვის „ფინანსური ანგარიშგების აუდიტის“ ტრენინგკურსი დაასრულა.
კურსს უძღვებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი.
ტრენინგკურსის მიზანია - აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, ფინანსური აუდიტის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.
კურსის ფარგლებში მსმენელები ასევე გაეცნენ იმ ტექნიკებსა და მიდგომებს, რომლებიც მათ აუდიტის სრულყოფილად განხორციელებაში დაეხმარება.
ტრენინგი ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას კომპანიის 29 თანამშრომელი დაესწრო.