ტრენინგკურსი „მშენებლობის შრომის უსაფრთხოების ზოგადი საფუძვლები“ დასრულდა

14 ივლისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თემატურ ტრენინგებს ახალი მიმართულების სასწავლო კურსი - „მშენებლობის შრომის უსაფრთხოების ზოგადი საფუძვლები“ დაემატა. ტრენინგი პირველად კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში რუსთავის მერიის დაკვეთით ჩატარდა და მას მუნიციპალიტეტის 10 თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგი მოიცავდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის: საკანონმდებლო ბაზა, დასაქმებულთა შრომითი უფლება-მოვალეობები, საფრთხეებისა და რისკების შეფასება, სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვა და სხვა. 

ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მსმენელებმა თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს.

სასწავლო კურსს უძღვებოდა დავით ნიჟარაძე, რომელსაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მრავალწლიანი პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება აქვს.

ტრენინგკურსი „მშენებლობის შრომის უსაფრთხოების ზოგადი საფუძვლები“ დასრულდა
ტრენინგკურსი „მშენებლობის შრომის უსაფრთხოების ზოგადი საფუძვლები“ დასრულდა
ტრენინგკურსი „მშენებლობის შრომის უსაფრთხოების ზოგადი საფუძვლები“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია