ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა

27 ივლისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი - „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“- დაასრულა. სასწავლო კურსი აუდიტის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ჩამოყალიბდა და წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა.

კურსის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს ეცნობიან. თეორიულ მასალასთან ერთად, სასწავლო კურსი დატვირთულია პრაქტიკული მაგალითებით.

სამდღიან ტრენინგს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, სასაზღვრო პოლიციის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის, ახმეტისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების 21 თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა
ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა
ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია