ტრენინგკურსი „დიპლომატიური პროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები" დასრულდა
12 ივლისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მსმენელებს ახალი სასწავლო კურსი - „დიპლომატიური პროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები“ შესთავაზა.
ტრენინგკურსი განკუთვნილია დიპლომატიური პროტოკოლითა და ეტიკეტით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების თანამშრომლებისთვის, ვისაც პრაქტიკულ საქმიანობაში უწევს პროტოკოლით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.
ტრენინგკურსზე მსმენელები რამდენიმე აქტუალურ საკითხს და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ, მათ შორის: დიპლომატიური პროტოკოლი და მასთან დაკავშირებული აქტივობები, ვიზიტების კატეგორიები და ძირითადი კომპონენტები,ღონისძიებების დაგეგმვა და სხვა.
სასწავლო კურსს,ჰიბრიდულ რეჟიმში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 10 თანამშრომელი ესწრებოდა.
კურსს უძღვებოდა ნინო კერესელიძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელსაც პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.