ტრენინგკურსი - „ბიზნესპროცესების მართვის და ოპტიმიზაციის პრაქტიკები“ დასრულდა

26 ოქტომბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა - „ბიზნესპროცესების მართვის და ოპტიმიზაციის პრაქტიკები“ ტრენინგკურსი დაასრულა. ამ თემატიკის კურსი ინსტიტუტის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა.

ტრენინგკურსის მიზანს ორგანიზაციაზე მორგებული, შიდა პროცესებზე დაფუძნებული ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნა და ორგანიზაციის შესაძლებლობების ზრდის ტექნიკების შესწავლა წარმოადგენს.

ბიზნესპროცესების მართვის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების დახმარებით, მსმენელები შეძლებენ სწორად და დროულად შეაფასონ კომპანიაში არსებული გამოწვევები და მოძებნონ ეფექტიანი გზები რესურსების ოპტიმიზაციისა და საბოლოო შედეგების გაუმჯობესებისთვის.

ტრენინგს 14  მსმენელი ჰყავდა - მათ შორის იყვნენ საბანკო სფეროს, ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები და საჯარო უწყებების თანამშრომლები. სალექციო კურსი 17 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით  მიმდინარეობდა. 

ტრენინგს ბიზნესკონსულტანტი და ქოუჩი ეკატერინე ხოფერია უძღვებოდა, რომელსაც მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგკურსი - „ბიზნესპროცესების მართვის და ოპტიმიზაციის პრაქტიკები“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია