ტრენინგი - „შშმ პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ დასრულდა
12 აპრილი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ დაასრულა.
ტრენინგკურსი დისტანციურ რეჟიმში ორი დღე მიმდინარეობდა. ექვსსაათიანი სასწავლო კურსი მოიცავდა, როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ, ასევე მოისმინეს ინფორმაცია და რეკომენდაციები შშმ პირებისთვის გარემოს, ინფორმაციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, შშმ პირებთან კომუნიკაციასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე.
ტრენინგკურსში 17 საჯარო მოხელე მონაწილეობდა, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ლანჩხუთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები.
ტრენინგს სფეროს ექსპერტი, სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ვალიკოვი უძღვებოდა.
