ტრენინგი - „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ - 14-მა საჯარო მოხელემ გაიარა.

05 აპრილი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში  რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ტრენინგკურსი - „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“  ჩაატარა.

ტრენინგკურსი „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ სოციალური მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. ტრენინგის თემები იყო სოციალური პოლიტიკის არსი და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი და დელეგირებული ფუნქციები, ოჯახში და ბავშვთა მიმართ ძალადობა.

ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.

ტრენინგი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას რუსთავის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 14 თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგკურსს უძღვებოდა მარი წერეთელი, რომელსაც სოციალური დაცვისა და სოციალური ინკლუზიის საკითხებში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგი - „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ - 14-მა საჯარო მოხელემ გაიარა.
ტრენინგი - „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ - 14-მა საჯარო მოხელემ გაიარა.
ტრენინგი - „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ - 14-მა საჯარო მოხელემ გაიარა.
© 2019 ყველა უფლება დაცულია