ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“ 12-მა საჯარო მოხელემ გაიარა
15 ნოემბერი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსის - „სისტემური აუდიტი“ მორიგი ნაკადის სწავლება დაასრულა.
ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას იუსტიციის სამინისტროს, თბილსერვისის, თბილისის, მცხეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სასწავლო მოდულის მიზანია, აუდიტორებს მიაწოდოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სისტემური აუდიტის თითოეული ეტაპის შესახებ, რათა მათ შეძლონ აუდიტის სრული ციკლის ეფექტურად მართვა. ტრენინგის პროცესში მსმენელები გაეცნენ სისტემური აუდიტის განხორციელების მეთოდებს, მიდგომებს, შერჩევის ტექნიკებსა და ტესტირების სტრატეგიებს. გარდა ამისა, განიხილეს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების რელევანტური მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია აუდიტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, აუდიტის ეტაპების მიხედვით.
ტრენინგს გურამ დუმბაძე უძღვებოდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორულ პოზიციებზე მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია.