ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“ 11-მა საჯარო მოხელემ გაიარა
03 ივნისი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსის - „სისტემური აუდიტი“ მორიგი ნაკადის სწავლება დაასრულა.
ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, იუსტიციის სახლის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სასწავლო მოდულის მიზანია აუდიტორები გაეცნონ სისტემური აუდიტის განხორციელების თითოეულ ეტაპს და პრაქტიკული ცოდნა ჰქონდეთ აუდიტის სრული ციკლის სამართავად. ტრენინგის მიმდინარეობისას მსმენელები გაეცნენ სისტემური აუდიტის განხორციელების გზებს, მეთოდებს, მიდგომებს, შერჩევის ტექნიკებს და ტესტირების სტრატეგიებს. ასევე აუდიტის ეტაპების მიხედვით განიხილეს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების რელევანტური მოთხოვნები აუდიტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.
კურსი ასევე ითვალისწინებდა პრაქტიკული მაგალითების განხილვას და მსმენელთა ინტერაქციულ ჩართულობას.
ტრენინგს გურამ დუმბაძე უძღვებოდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორულ პოზიციებზე მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია.