ტრენინგი სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება იმ კომპლექსურ საკითხთაგანია, რომელიც საზოგადოებისა და ორგანიზაციის მხრიდან ყურადღებასა და ცნობიერების ამაღლებას საჭიროებს. ტრენინკურსი „სექსუალური შევიწროვების პრევენციისთვის“ მოიცავს 9 აკადემიურ  საათს, რომელსაც გაუძღვება სფეროს ექსპერტი. 

ტრენინგკურსის მიზანია:

სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერებისა და თეორიული ცოდნის ამაღლება, მათ შორის კანონმდებლობისა და პოლიტიკის, შეტყობინების მექანიზმებისა და პრევენციული მექანიზმების გაცნობის გზით.

სამიზნე ჯგუფი:

ტრენინგკურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს სექსუალური შევიწროების შესახებ ცოდნის გაღრმავება.

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • სექსუალური შევიწროების შესახებ არსებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ანალიზს და პრაქტიკაში გამოყენებას;
  • შიდაორგანიზაციული მექანიზმების გამოყენებას სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის.

ტრენინგის ღირებულება: 460 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია