ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ 18-მა საჯარო მოხელემ გაიარა
29 ივნისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მორიგი ნაკადის სწავლება დაასრულა ტრენინგზე - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში”.
ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა.
ტრენინგის მიზანია მენეჯერებში შეფასების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეფასების სისტემის პროცედურის მიმართ ცოდნის გაზიარება, მმართველი რგოლის წარმომადგენლებისათვის თანამშრომლის შეფასებისთვის საჭირო უნარები განვითარება: ინდიკატორების განსაზღვრა, მონიტორინგი, უკუკავშირის მიცემა.
ტრენინგკურსი განკუთვნილია I და II რანგის საჯარო მოხელეებისათვის.
ოთხდღიან სასწავლო კურსს ადამიანური რესურსების მართვის კვალიფიციური სპეციალისტი გვანცა ბესელია უძღვებოდა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.


