ტრენინგი „სამუშაოს შესრულების მართვა“ საჯარო მოხელეებისთვის

20 მარტი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაასრულა ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში”.

ტრენინგს ონის, ბაღდათის, თიანეთის და ახმეტის მუნციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა. აღნიშნული ტრენინგი ეხმარება მმართველი რგოლის წარმომადგენლებს თანამშრომლის შეფასებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, როგორიცაა ინდიკატორების განსაზღვრა, მონიტორინგი, უკუკავშირის მიცემა, ასევე ხელს უწყობს ზოგადად შეფასების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 

ტრენინგკურსი განკუთვნილი იყო I და II რანგის საჯარო მოხელეებისათვის.

ოთხდღიან სასწავლო კურსს ადამიანური რესურსების მართვის კვალიფიციური სპეციალისტი გვანცა ბესელია უძღვებოდა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგი „სამუშაოს შესრულების მართვა“  საჯარო მოხელეებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია