ტრენინგი „სამუშაოს შესრულების მართვა“ 8-მა საჯარო მოხელემ გაიარა
26 ოქტომბერი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მორიგი ნაკადის სწავლება დაასრულა ტრენინგზე - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში”.
ტრენინგს თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს,სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, ზემო აფხაზეთში ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის და ბათუმის საზღვაო აკადემიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა.
ტრენინგის მიზანია მენეჯერებში შეფასების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეფასების სისტემის პროცედურის მიმართ ცოდნის გაზიარება, მმართველი რგოლის წარმომადგენლებისათვის თანამშრომლის შეფასებისთვის საჭირო უნარები განვითარება: ინდიკატორების განსაზღვრა, მონიტორინგი, უკუკავშირის მიცემა.
ტრენინგკურსი განკუთვნილია I და II რანგის საჯარო მოხელეებისათვის.
ოთხდღიან სასწავლო კურსს ადამიანური რესურსების მართვის კვალიფიციური სპეციალისტი გვანცა ბესელია უძღვებოდა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
