ტრენინგი - „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ კიდევ 17-მა საჯარო მოხელემ გაიარა
05 აპრილი, 2024ტრენინგკურსი - „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ - დასრულდა.
ტრენინგკურსი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას 17 მსმენელი დაესწრო. მსმენელებს შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ეროვნული არქივის, „საქართველოს მელიორაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მესტიის, ოზურგეთის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერიების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.
ტრენინგკურსი დაინტერესებულ პირებს ეხმარება სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების შესწავლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში, პროცედურების დანერგვაში.
ტრენინგკურსი 18 მარტს დაიწყო და 5 აპრილს დასრულდა. კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ზაზა შეყილაძე უძღვებოდა.