ტრენინგი გენდერულ საკითხებსა და სტრესის მართვაზე რუსთავის მერიისთვის

23 დეკემბერი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ორი ტრენინგი - სტრესის მართვა და გენდერული მეინსტრიმინგი გამართა. 

სტრესის მართვის ტრენინგკურსის თემები იყო სტრესის განსაზღვრა-შეფასება, მართვის ტექნიკები, გავლენა სხეულსა და გონებაზე. ეფექტური უკუკავშირისთვის ტრენინგზე განხილული ყველა თემა შესაბამის პრაქტიკულ აქტივობასაც მოიცავდა. 

გენდერული მეინსტრიმინგის ტრენინგზე მსმენელები გაეცნენ გენდერული მეინსტრიმინგის კონცეფცია-დეფინიციას, ინსტრუმენეტებს, გენდერული ანალიზის მნიშვნელობას და თანასწორობის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.

თითოეული ტრენინგი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას სფეროს ექსპერტები ეკატერინე ბურკიაშვილი და ლია ჯალაღანია უძღვებოდნენ. 

2024 წელს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ორგანიზება გაუწია 13 კორპორატიულ ტრენინგს.

ტრენინგი გენდერულ საკითხებსა და სტრესის მართვაზე რუსთავის მერიისთვის
ტრენინგი გენდერულ საკითხებსა და სტრესის მართვაზე რუსთავის მერიისთვის
ტრენინგი გენდერულ საკითხებსა და სტრესის მართვაზე რუსთავის მერიისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია