ტრენინგების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

29 ნოემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მიმდინარე სეზონის რამდენიმე ტრენინგ-კურსი დაასრულა და ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

სახელმწიფო შესყიდვების კურსი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შიდა აუდიტისა და საფინანსო სამსახურების 15-მა თანამშრომელმა გაიარა. სახელმწიფო შესყიდვების ახალ სასწავლო კურსზე მომავალი წლის დასაწყისში კვლავ გამოცხადდება ახალი ნაკადის მიღება.

სახელმწიფო შესყიდვების კურსის პარალელურად საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს რუსთავის მუნიციპალიტეტის 10-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. ეფექტიანი კომუნიკაციის მორიგი ტრენინგი ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც ჩატარდება.

ტრენინგების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გადასცა და განვლილი ტრენინგ-კურსების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი წლის ბოლომდე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ტრენინგ-კურსებს განაგრძობს

ტრენინგების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
ტრენინგების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
ტრენინგების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
© 2019 ყველა უფლება დაცულია