სტრატეგიული HR პრაქტიკოსი HR-ებისთვის
ტრენინგკურსის სესიები დაბალანსებულია თეორიულ ცოდნის გადმოცემითა და რეალური პრაქტიკული მაგალითების განხილვით. ტრენინგკურსი მიმდინარეობს მონაწილეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით. ჯგუფში ურთიერთობა აგებულია ურთიერთგაზიარებასა და პარტნიორულ სწავლაზე. კურსი მოიცავს 30 აკადემიურ საათს, რომელსაც უძღვება სერტიფიცირებული ქოუჩი და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.
ტრენინგკურსის მიზანი:
ცოდნის გაღრმავება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა HR-ის როლი ორგანიზაციაში, ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, ლიდერობა, შრომითი მოტივაცია, ონბორდინგი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა და სხვა;
მსმენელები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიული ბიზნეს-პარტნიორობის სტანდარტებს, ასევე შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა ინტეგრირებას შეძლებენ სამუშაო გარემოში.
მიზნობრივი ჯგუფი:
ტრენინგკურსი განკუთვნილია HR-პრაქტიკოსებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- სამუშაო გარემოში სტრატეგიული HR-ის ძირითადი პრინციპების დანერგვას;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება შესრულებული სამუშაოს შეფასების თანამედროვე მიდგომებზე;
- საერთაშორისო მეტრიკების გამოყენებით ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ეფექტურობის შეფასებას.
ტრენინგის ღირებულება: 1298 ლარი