სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

20 დეკემბერი, 2021

2021 წლის 15 დეკემბრის სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22-მა კანდიდატმა.
გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, 13-მა მონაწილემ დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2021 წლის 21-22 დეკემბერს10:00 -დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია