სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.

09 თებერვალი, 2021

2021 წლის 9 თებერვალს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 21 კანდიდატმა.
გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოდ 4-მა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2021 წლის 10-11 თებერვალს 10:00 -დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია