სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

25 ნოემბერი, 2020

2020 წლის 20 ნოემბერს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში, ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-მა კანდიდატმა.

გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოდ ხუთმა მათგანმა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.

საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში 2020 წლის 24-25 ნოემბერს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№960).

საპრეტენზიო განაცხადების განხილვა მოხდება კომისიის მიერ, ელექტრონული პორტალის - zoom.us-ის მეშვეობით.

© 2019 ყველა უფლება დაცულია