სისტემური აუდიტი
სასწავლო მოდულის მიზანია აუდიტორები გაეცნონ სისტემური აუდიტის განხორციელების თითოეულ ეტაპს და პრაქტიკული ცოდნა ჰქონდეთ აუდიტის სრული ციკლის სამართავად. მოდულის მიმდინარეობისას განხილული იქნება სისტემური აუდიტის განხორციელების გზები, მეთოდები, მიდგომები, შერჩევის ტექნიკები და ტესტირების სტრატეგიები, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი სავარჯიშო მაგალითები. ასევე აუდიტის ეტაპების მიხედვით განხილული იქნება შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების რელევანტური მოთხოვნები, აუდიტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.
სასწავლო მოდულის სამიზნე ჯგუფები:
• საჯარო და კერძო დაწესებულებების შიდა და გარე აუდიტორები;
• საჯარო და კერძო დაწესებულებების ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სპეციალისტები;
• სტუდენტები და სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები რომლებიც სწავლობენ აუდიტორულ საქმიანობას.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
• აუდიტის თემის კვალიფიციურ შერჩევას და რისკების მატრიცის მომზადებას;
• აუდიტის წინასწარი დაგეგმვის პროცედურების ეფექტიან განხორციელებას;
• სტრატეგიული და დეტალური დაგეგმვის სრულ ციკლის მართვას;;
• ინდივიდუალური გეგმისა და აუდიტის პროგრამის კვალიფიციურ მომზადებას;
• რისკების შეფასების მატრიცის მომზადებას;
• კონტროლების იდენტიფიცირებისა და შეფასების კვალიფიციურ მართვას;
• ტესტირების სტრატეგიის საუკეთესო გზების შემუშავებას;
• შერჩევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას;
• აუდიტის შედეგების შეფასებასა და ანგარიშგებას.
ტრენინგის ღირებულება: 690 ლარი