სემეკის თანამშრომლებისთვის „ურთიერთობების ფსიქოლოგიაზე“ ლექცია გაიმართა 

22 ივნისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა კორპორაციული თანამშრომლობის ფარგლებში სემეკის თანამშრომლებისთვის ლექცია - „ურთიერთობების ფსიქოლოგია“ გამართა.

ლექციას სემეკის წევრები და სხვადასხვა წამყვანი დეპარტამენტის 36 თანამშრომელი ესწრებოდა.

ლექციას ფსიქოლოგი და კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი ზურაბ მხეიძე უძღვებოდა. ლექციის თემები იყო აუდიტორიასთან ურთიერთობა/საჯარო გამოსვლები, ლიდერის პოზიციონირების სტრატეგია, ლიდერის/მენეჯერის ურთიერთობა თანამშრომლებთან, მედიასთან ურთიერთობა. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართული თემების მიმოხილვაში.

სემეკის თანამშრომლებისთვის „ურთიერთობების ფსიქოლოგიაზე“ ლექცია გაიმართა 
სემეკის თანამშრომლებისთვის „ურთიერთობების ფსიქოლოგიაზე“ ლექცია გაიმართა 
სემეკის თანამშრომლებისთვის „ურთიერთობების ფსიქოლოგიაზე“ ლექცია გაიმართა 
© 2019 ყველა უფლება დაცულია