სემეკის თანამშრომლებისთვის სტრატეგიული მართვის ტრენინგი გაიმართა 

05 მარტი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში აგრძელებს პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზებას.  

ამჯერად, სემეკის 33-მა თანამშრომელმა გაიარა ორდღიანი ტრენინგი „სტრატეგიული ხედვა და შედეგების მართვა“. მონაწილეები გაეცნენ სტრატეგიული დაგეგმვის ძირითად პრინციპებს, სტრატეგიის ბირთვის მნიშვნელობას, ხედვისა და დეპარტამენტის ამოცანების ურთიერთკავშირს, კრიტიკული წარმატების ფაქტორებსა და მათი KPI-ებთან დაკავშირების მეთოდებს.  

თეორიულ მასალასთან ერთად პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს. მონაწილეებმა იმუშავეს არსებული სტრატეგიის გაუმჯობესებაზე, განსაზღვრეს დეპარტამენტების მიზნები და შესაბამისი KPI-ბი.  

ტრენინგს უძღვებოდნენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირების და ტრენინგების სამსახურის უფროსი თინათინ სიყმაშვილი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სტრატეგიული მართვის, მომსახურებისა და ხარისხის მართვის სფეროში, ასევე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო პროექტების კოორდინატორი და სერტიფიცირებული ტრენერი ნინო ხუროძე და პროფესიული განვითარების კოორდინატორი მედეა გულბანი. 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
 

 სემეკის თანამშრომლებისთვის სტრატეგიული მართვის ტრენინგი გაიმართა 
 სემეკის თანამშრომლებისთვის სტრატეგიული მართვის ტრენინგი გაიმართა 
 სემეკის თანამშრომლებისთვის სტრატეგიული მართვის ტრენინგი გაიმართა 
© 2019 ყველა უფლება დაცულია