საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამა ბათუმში

13 ივნისი, 2016

სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე (პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).

სასწავლო პროგრამა:

  • ფინანსური აუდიტი;
  • შესაბამისობის აუდიტი;
  • ეფექტიანობის აუდიტი;
  • მოქმედი კანონმდებლობა;    
  • აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის ზოგადი დებულებები;  
  • სააღრიცხვო პოლიტიკა,  ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომების გასწორება;
  • შემოსავლების  ანგარიშთა გეგმა   და   აღრიცხვა; 
  • ხარჯების  ანგარიშთა გეგმა  და აღრიცხვა;
  • არაფინანსური აქტივების ანგარიშთა გეგმა  და აღრიცხვა; 
  • ფინანსური აქტივების  და ვალდებულებების ანგარიშთა გეგმა   და აღრიცხვა;
  • ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადახდების განხორციელება;
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენა  და ანალიზი;
  • საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესახებ.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 ივლისი - 3 სექტემბერი, 2016  წელი

პროგრამის ღირებულება: 1 300 (ათას სამასი) ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო კურსის საფასური 1000 ლარი და სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 300 ლარი).

დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 1 ივლისის ჩათვლით 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა (განცხადების ფორმის გადმოტვირთვა)
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
  • საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1 000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 27 აგვისტომდე  დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • შესაბამისი განცხადება;
  • სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა: გამოცდაზე დასასწრებად აუცილებელია კურსის ლექციების არანაკლებ 50%-ზე დასწრება.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122 

საბუთების მიღების ვადა:   2016  წლის  13  ივნისიდან  1  ივლისის  ჩათვლით  (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).

საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
  • ქ.ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7, იუსტიციის სახლი, სახელმწ

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

pai@sao.ge

+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი

+(995 557) 00-00-64 ირაკლი ანანიძე

იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი ( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო.  დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე) 

© 2019 ყველა უფლება დაცულია