საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

28 ივნისი, 2024

2024 წლის 27 ივნისს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით ჩატარდა. 

გამოცდაზე რეგისტრირებული 15 კანდიდატიდან, წინასწარი შედეგების მიხედვით, 5-მა პრეტენდენტმა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.

ასევე გაცნობებთ, რომ ინსტიტუტში საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 2024 წლის 1 – 2 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია