საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

31 ოქტომბერი, 2023

2023 წლის 31 ოქტომბერს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით. გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობა - 4

გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, ვერცერთმა მონაწილემ ვერ დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.

საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2023 წლის 1-2 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).

© 2019 ყველა უფლება დაცულია