საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ონლაინკურსი დაიწყო

06 ივლისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების – სსბასს (IPSAS) ონლაინკურსი დაიწყო. 

კურსი მსმენელებს ეხმარება განავითარონ IPSAS-ის გამოყენების უნარ-ჩვევები - როგორც ანგარიშის მომზადების, ასევე მისი ინტერპრეტაციის დონეზე. კერძოდ, სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკაში გამოყენება, სხვადასხვა ოპერაციისა და მოვლენის ასახვისათვის სსბასს-ის კონცეფციების, განმარტებების, აღიარების კრიტერიუმების, შეფასებისა და წარდგენის მეთოდების მისადაგება, ფინანსური უწყისების შედგენა და სხვა.

სასწავლო კურსს 21 მსმენელი ჰყავს. ისინი სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები არიან, მათ შორის სამეგრელოს, კახეთის და მცხეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიიდან, ასევე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან,  სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან.

IPSAS -ის ტრენინგკურსი 4 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდება. გამოცდის შემდეგ კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.

სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური აუდიტორები და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერები ბესიკ ქოჩიაშვილი, მარიამ და გიორგი ჭოლოკავები უძღვებიან.

 საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ონლაინკურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია