საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ონლაინკურსი დაიწყო
03 დეკემბერი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების – სსბასს (IPSAS) ონლაინკურსი დაიწყო.
კურსი მსმენელებს დაეხმარება განივითარონ IPSAS-ის გამოყენების უნარ-ჩვევები - როგორც ანგარიშის მომზადების, ასევე მისი ინტერპრეტაციის დონეზე. კერძოდ-ფინანსური უწყისების შედგენა, მომზადება-ინტერპრეტაცია, სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკაში გამოყენება, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და სხვა.
სასწავლო კურსს 19 მსმენელი ჰყავს. ისინი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები არიან, მათ შორის იმერეთის, კახეთის და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერიიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ასევე სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან და სსიპ „საქპატენტი“-დან.
IPSAS -ის დისტანციური ტრენინგკურსი 1 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს დასრულდება. შემაჯამებელი გამოცდის შემდეგ კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.