საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დაიწყო

11 ოქტომბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დაიწყო საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის საფინანსო-საბუღალტრო და აუდიტორული მიმართულებით დასაქმებული 23 მსმენელი ესწრება.

სერტიფიცირების კურსი საჯარო ფინანსების და აუდიტის თემატიკას მოიცავს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო კანონმდებლობას, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (IPSAS) და ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. 

სასწავლო მოდულებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები უძღვებიან. საშემოდგომო პროგრამის მსმენელებს სასერტიფიკაციო პროგრამის ტრენერები საჯარო აუდიტის ინტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა წარუდგინა.

სერტიფიცირების კურსზე სწავლება 10 ოქტომბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეები ხუთი წლის ვადით საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას მოიპოვებენ.

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დაიწყო
საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დაიწყო
საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია