საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) ონლაინკურსი დაიწყო
21 მაისი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების – სსბასს (IPSAS) ონლაინკურსი დაიწყო.
კურსს 22 მსმენელი ჰყავს. ისინი სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები არიან, მათ შორის პარლამენტის აპარატიდან, თბილისის მერიიდან, ფოთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან.
ონლაინკურსი მსმენელებს დაეხმარება განივითარონ IPSAS-ის გამოყენების უნარ-ჩვევები - როგორც ანგარიშის მომზადების, ასევე მისი ინტერპრეტაციის დონეზე. კერძოდ-ფინანსური უწყისების შედგენა , მომზადება-ინტერპრეტაცია, სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის გამოყენება პრაქტიკაში, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და სხვა.
დისტანციურ კურსს უძღვება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი ლია ნადიბაიძე. ის ამავე დროს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე საერთაშორისი საფინანსო კომპანიის (IFC), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და TBC ბანკის ერთობლივი პროექტის – „7 ნაბიჯი წარმატებისკენ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა“ – კონსულტანტი და ტრენერია.
IPSAS -ის ონლაინკურსი 20 მაისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება. 3 ივლისს კი მსმენელები შემაჯამებელ გამოცდას ჩააბარებენ.