საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები − სსბასს (IPSAS)
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (სსბასს) − განმარტავს წესებს, პირობებს, აღიარების და შეფასების კრიტერიუმებს, წარდგენის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნდა გამოიყენონ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას.
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ინსტრუქციის“ გამოყენება 2020 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის.
ტრენინგკურსის მიზანია:
ცოდნის გაზიარება საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სსბასს-ის მოთხოვნების შესახებ.
მსმენელები გაეცნობიან სამოქმედოდ მიღებული სსბასს-ის სტანდარტების საფუძველზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შემოსავლების, ხარჯების, აქტივების და ვალდებულებების აღრიცხვის სპეციფიკას ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თითოეული კომპონენტისთვის.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
- სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო და მხარჯავ ორგანიზაციებში დასაქმებული საფინანსო განყოფილების თანამშრომლებისთვის;
- ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო/საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული პირებისთვის;
- ადგილობრივ თვითმართველობებში საფინანსო/საბიუჯეტო და მომიჯნავე დარგებში დასაქმებული პირებისთვის.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკაში გამოყენებას;
- ფინანსური უწყისების (მათ შორის, კონსოლიდირებული) მომზადებას და ინტერპრეტაციას;
- სხვადასხვა ოპერაციისა და მოვლენის ასახვისათვის სსბასს-ის კონცეფციების, განმარტებების, აღიარების კრიტერიუმების, შეფასებისა და წარდგენის მეთოდების მისადაგებას.
ტრენინგის ღირებულება: 700 ლარი