საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის ონლაინკურსი დაიწყო

22 აპრილი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის ონლაინკურსი დაიწყო.

სასერტიფიკაციო პროგრამის საგაზაფხულო ონლაინკურსს 18 მსმენელი ჰყავს. მსმენელები  კერძო აუდიტორული კომპანიების, საჯარო სექტორისა და  ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები არიან. 

დისტანციური კურსი ოთხ თვეს გაგრძელდება და მსმენელები სხვადასხვა მოდულს შეისწავლიან - ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება (IPSAS), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ - ივლისის ბოლოს მსმენელები სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ.

სასერტიფიკაციო პროგრამის დისტანციური სწავლება პირველად მიმდინარეობს. თუმცა საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ონლაინ სწავლებაზე მარტიდან გადავიდა და პირველი დისტანციური ტრენინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის - „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები“ ჩაატარა.

© 2019 ყველა უფლება დაცულია