საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო გამოც
25 სექტემბერი, 2019სასერტიფიკაციო გამოცდა
2019 წლის 30 სექტემბერს სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ატარებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთათვის სასერტიფიკაციო გამოცდას, რომელიც ჩატარდება ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით.
გამოცდის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი. 30 სექტემბერს გამოცდა იწყება 11:00 საათზე და მთავრდება 20:00-ზე. კანდიდატი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96 (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა), მე-2 სართული.
გამოცდის დაწყებამდე წარმოებს კანდიდატთა დასწრების აღრიცხვა (ადმინისტრატორის მიერ) რასაც კანდიდატი ადასტურებს ხელმოწერით.
ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდგომ ხდება კანდიდატთა განთავსება საგამოცდო ოთახში;
გამოცდის დაწყებამდე კანდიდატებს საგამოცდო ოთახში გადაეცემათ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი ინვენტარი.
საგამოცდო პროცედურებთან დაკავშირებით გამოცდის დაწყებამდე კანდიდატებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, კერძოდ:
- ა) გამოცდაზე დამსწრე დამკვირვებლების შესახებ;
- ბ) გამოცდის ხანგრძლივობის თაობაზე;
- გ) გამოცდაზე დასაშვებ და აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით (დასაშვები - წყალი, პირადი ჰიგიენის საგნები; აკრძალული - მობილური ტელეფონი ან სხვა ელექტრონული აპარატურა, დამხმარე მასალა, სახელმძღვანელოები, ჩანაწერები და სხვ.);
- დ) გამოცდაზე ქცევის წესებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქციების თაობაზე (გაფრთხილება, გამოცდიდან მოხსნა);
- ე) ელექტრონული საგამოცდო სისტემის თაობაზე (იხ დანართი);
- ვ) გამოცდისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდგომ ტესტურ დავალებაზე მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი ინვენტარის ჩაბარების თაობაზე;
- ზ) გამოცდის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებასთან და შედეგების გასაჩივრების პროცედურებთან დაკავშირებით.
კანდიდატის დაგვიანების შემთხვევაში, იგი დაიშვება გამოცდაზე, მას დამატებითი დრო არ მიეცემა;
გამოცდის მიმდინარეობის დროს კანდიდატის მხრიდან დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დამკვირვებელი ადგენს შესაბამის ოქმს (გაფრთხილების ოქმი, გამოცდიდან მოხსნის ოქმი).
მას შემდგომ, რაც კანდიდატი დაასრულებს ტესტებზე მუშაობას, მან ისე, რომ სხვა კანდიდატებს არ შეუშალოს ხელი, საგამოცდო დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ტესტების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს (ადმინისტრატორს), უნდა ჩააბაროს ინსტიტუტის მიერ გამოცდის პერიოდში გადაცემული ინვენტარი. კანდიდატს სურვილის მიხედვით მიეცემა მის მიერ შევსებული პასუხების ფურცლის ქსეროასლი, რის შემდეგაც კანდიდატი ტოვებს საგამოცდო დარბაზს.
გამოცდის საფასური::
გამოცდის საფასური შეადგენს 300 ლარს (პირველად გამსვლელი კანდიდატებისათვის); 100 ლარს (განმეორებით გამსვლელი კანდიდატებისათვის).
გამოცდის საფასური გადახდილი უნდა იქნეს ინსტიტუტის ანგარიშზე 2019 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.
საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: 707727122
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
Email: sai@sao.ge
Phone: 032 2 054 615